aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბოკუჩავა: ივანიშვილს ეშინია ორი რამის – ქუჩაში ხალხის და ამერიკელების სანქციების

ადამიანი იმყოფება საპყრობილეში იმიტომ, რომ ეს იყო ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ოცნება, რომელიც აახდინა კოლაბორაციონისტი ივანიშვილის მოღალატე რეჟიმმა. რა თქმა უნდა, ემოციურად მისთვის [სააკაშვილისთვის] ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც უნდა გამოიხატოს და დარწმუნებული ვარ, რომ გამოიხატება ხვალინდელ დღეს, თუმცა პოლიტიკური დატვირთვაც მნიშვნელოვანია, რომ გაითავისოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. ყოველთვის ვამბობ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ორად ორი რამის – ეს არის ხალხი ქუჩაში და ამერიკელების სანქციები
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მათი პარტიის მიერ 14 ოქტომბრისთვის დაანონსებულ მასშტაბურ აქციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

იტვირთბა....