aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სიტუაცია ბუნდოვანია, შეიძლება ბევრი მოულოდნელობა ვიხილოთ – როგორია ხუხაშვილის წინასაარჩევნო პროგნოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ნორმალური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

როგორც ხუხაშვილი მეტრონომთან საუბარში აცხადებს, ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი.

“ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ოპოზიციაც არ გამოიყურება მაინცდამაინც წელში გამოყვანილად. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესი არ იძლევა ნორმალური პროგნოზის გაკეთებას. ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს და შეიძლება ბევრი მოულოდნელობა ვიხილოთ”, – ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილმა ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგიაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ კამპანიაში ახალი არაფერია და მომავლის არჩევანს ფაქტობრივად არავინ იძლევა.

“სიახლე არაფერი არ არის. ჩვენთან კამპანიები ყოველთვის ნეგატიურ ჭრილში ტარდებოდა – დაპირისპირებაზე, ბრალდებაზე, მოწინააღმდეგის კომპრომატირებაზე. მომავლის არჩევანს მცირე გამონაკლისის გარდა ფაქტობრივად არავინ არ იძლევა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....