aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე გახარიაზე: ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე მისი იმედები გაემართლებინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობიხიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლიდან ერთ თვეში უღალატა ქვეყანას და მმართველ გუნდს.

კობახიძე გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს , რომ გიორგი გახარია “აჭრილია”, როცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა.

“გახარია სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც სრულიად არ შედის მის ინტერესებში. სულ რომ თავი დავანებოთ მისი განცხადებების არაადეკვატურობას შინაარსობრივად, ნუ რა ვიცი.. ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ეს არის სრულიად არასერიოზული. გახარია ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი – უნდა ეკეთებინა ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლიდან ერთ თვეში უღალატა ქვეყანას და უღალატა გუნდს და რა ნდობის ვერგამართლებაზე ლაპარაკობს”. – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ყოფილ თანაგუნდელზე.

ცნობისთვის, პარტიის საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა 25 სექტემბერს ფორმულას ეთერში აღნიშა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა”.

გიორგი გახარიამ ქართული ოცნება და პრემიერის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა

იტვირთბა....