aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზავრადაშვილი: ჩემი ნდობაც ვერ გაამართლა გახარიამ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

როგორც ზავრადაშვილი მეტრონომთან საუბარში აცხადებს, გახარიამ მისი ნდობა ვერ გაამართლა.

“რომელმა ვერ გაამართლა? გააჩნია კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებით ამართლებენ ადამიანებს და მისი ნდობის კრიტერიუმები რა იყო. რა უნდოდა, რაში უნდა გაემართლებინა გახარიასთვის ბიძინა ივანიშვილს? უნდა ეპატიებინა ყველაფერი, მათ შორის ისიც, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარი გუნდი დატოვა? რომ ეპატიებინა ხალხს, ან ქართული ოცნების წევრებს, ეს იქნებოდა მისთვის მისაღები ნდობის ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმი? ჩემი ნდობაც ვერ გაამართლა გახარიამ. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა მისი ერთგულების. ჩემნაირი ბევრი ადამიანია. აი, ჩვენი ნდობა ნამდვილად ვერ გაამართლა”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა ვერ გაამართლა.

იტვირთბა....