aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: თუ აცრების რაოდენობა ოქტომბერ-ნოემბერში გაიზრდება, მაშინ მე-5 ტალღა გადავადდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი კვლავ დაბალია და 43%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, კორონავირუსის მეხუთე ტალღა გადავადდება, ან შედარებით მსუბუქი იქნება.

“სამწუხაროდ, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ძალიან დაბალია – 43%, რაც დაუშვებელია. თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი – წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ – უფრო აქტიური. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება”, – განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღას მიმდინარე წლის ნოემბერში აანონსებენ.

იტვირთბა....