aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია გავრილოვზე: შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, საქართველოს პარლამენტში ჩატარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლა მაღალ რისკებს იწვევდა.

მისივე თქმით, ღონისძიების ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც გავრილოვი ქვეყანაში შემოვიდა, შეცდომა იყო.

“ჩვენ ბევრ რამეზე გამოვთქვით აზრი. იმ გავრილოვთან ერთად რამდენი ადამიანი მივაბრუნეთ უკან, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა და ამიტომ, ჩვენ არავისგან პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გვჭირდებოდა, საზღვარი დავუკეტეთ და გათავდა. გავაბრუნეთ დელეგაციის წევრები, რომლებიც საერთოდ არავინ არ იცის, მაგრამ შეცდომა იყო ამ ღონისძიების საერთოდ ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტის შენობაში ჩატარება, რასაც შემდეგ მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლო ჯამში ქვეყანამ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი აზრი გავრილოვის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით მკვეთრად დააფიქსირა. რა მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილება [შემოშვების] ვინ მიიღო. ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს”, – განაცხადა გახარიამ ფორმულას ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი და კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი საქართველოს მარ­თლმა­დი­დებ­ლური ასამ­ბლე­ის ფარგლებში სტუმრობდა.

იტვირთბა....