aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თალიბებმა ბავშვის გამტაცებლების ცხედრები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩამოკიდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თალიბებმა ავღნეთში, ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე ადამიანის ცხედარი ამწეზე ჩამოკიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაზირ აჰმად სედიქი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე აფთიაქში მუშაობს, მათთან საუბარში ამბობს, რომ მოედანზე თავდაპირველად 4 ცხედარი მიიტანეს, ხოლო შემდეგ სამი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში წაიღეს.

თალიბანის განცხადებით, ოთხი ადამიანი გატაცებაში იღებდა მონაწილეობას და ისინი პოლიციამ მოკლა. მათივე თქმით, თალიბანის წევრებმა გაათავისუფლეს მამა-შვილი, რომლებიც ოთხმა გამტაცებელმა გაიტაცა.

დაპირისპირების დროს სროლისას დაიჭრა თალიბანის მებრძოლი და 1 სამოქალაქო პირი, ხოლო გამტაცებლები სროლის შედეგად დაიღუპნენ.

იტვირთბა....