aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან: კარლ ჰარცელის პირველი განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კარლ ჰაერცელის პირველ განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც საელჩსთან ირაკლი კობახიძე და ნიკანორ მელია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ჰარცელის ამ ინციდენტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

“გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე.

ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლებს საელჩოში ხვდებოდა, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკანორ მელია მივიდა. ნიკანორ მელიამ კობახიძეს კობახიძეს კითხვით, მიმართა ” დმანისში ჩვენი აქტივისტი ჩვენ დავჭერით” სწორედ ამ კითხვას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მელიასა და კობახიძეს შორის. შემდეგ, ქართული ოცნების აქტივისტებმა დაგეგმეს აქცია საელჩოსთან, თუმცა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ბრიფინგი და აქტივისტებს მოუწოდა რომ დაშლილიყვნენ.

 

იტვირთბა....