aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე: კობახიძემ მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა და იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონარლური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, კობახიძემ  მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა საქართველოს მოქალქეებისგან.

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილის მსახური და მას არ ადარდებს საქართველოს ბედი, ქვეყნის მომავალი. ზუსტად ეს ჩანს იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ ქართული ოცნების მობილიზაცია მოხდა აქტივისტების და იმ ადამიანების, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ე.წ. ზონდერბრიგადები რომ არიან და არ მოერიდათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საელჩოს წინ ასეთი მობილიზაციის. შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევდნენ. ამიტომ, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე სახე ქართული ოცნების, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებენ ყველაფერს, ყველაფერს, მათ შორის, არ ერიდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებასაც კი”,- ამბობს  დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლებს საელჩოში ხვდებოდა, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკანორ მელია მივიდა. ნიკანორ მელიამ კობახიძეს კობახიძეს კითხვით, მიმართა ” დმანისში ჩვენი აქტივისტი ჩვენ დავჭერით” სწორედ ამ კითხვას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მელიასა და კობახიძეს შორის. შემდეგ, ქართული ოცნების აქტივისტებმა დაგეგმეს აქცია საელჩოსთან, თუმცა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ბრიფინგი და აქტივისტებს მოუწოდა რომ დაშლილიყვნენ.

იტვირთბა....