aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ოხანაშვილი: ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას!

გაუგონარი შეტევა ხდება ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “გაბედა” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გასაჯაროებული ნარკოტესტის პასუხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორმაგი სტანდარტია, როდესაც ამ სრულიად მისაღებ ფორმებში განხორციელებულ ქმედებას გმობენ ის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამართლებენ და მხარს უჭერენ პარტიული ტელევიზიების მოქალაქეთა სახლებში შეჭრას, დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელებას საზოგადოებაში.

ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას!

წერს სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. შეგახსენებთ, რომ ტელეიმედის ეთერში გუშინ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავსტრიაში გიორგი გახარიას ექიმს მისდევს და მისი ნარკოტესტის დადასტურებას ითხოვს, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

იტვირთბა....