aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია მეზვრიშვილს: ძვირფასო, ერთერთ მინისტრს, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, შემახსენე როგორ მოიქეცით?

ძვირფასო ნათია მეძვრიშვილო, ქართული ოცნება ნაციონალებს მიუახლოვდაო, ამ სამარცხვინო სიბინძურის კობტექსტში გითქვამთ.
ახლა მე გეტყვით:
ნათია, გარწმუნებთ, წარსული ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე (რბილად რომ ვთქვათ) და შეეცადოთ აარიდოთ ხოლმე თავი.
თუ არა და, აუცილებლად დაგისვამენ შეკითხვებს.
მაგალითად, მე რომ პირადი ცხოვრების კადრებით დამაშანტაჟეს და ღიად განვაცხადე ამ ქვეყანაში პირველმა და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
მაგალითად, ერთერთ მინისტრს რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შენახსენეთ, როგორ მოიქეცით?
მაგალითად, ეკა ბესელიას რომ გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ შსს მინისტრის მოადგილე იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
მაგალითად, გიგი უგულავას შვილთან მიმოწერა რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობდის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
ჩემი შვილების ფარული გადაღების ვიდეოკადრები რომ მაახლა პროკურატირამ და თქვენ მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....