aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი ბრალია…”: გაყინული უსახლკაროს დაღუპვას ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეტრო “დელისის” მიწისქვეშა გადასასვლელში დაღუპულ მოხუცს ფეისბუქით ცნობილი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება.

“ახლა შევიტყვე მიუსაფარი მოხუცის სიცივით გარდაცვალების ამბავი მიწისქვეშაგადასასვლელში…

და შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია, როცა გარშემო ასეთ მდგომარეობაში არიან ადამიანები…

ალბათ ჩემი, თქვენი და კიდევ სხვების ბრალია, რომ ვერ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც უსახლკარო ადამიანები არ იქნებიან, ან გაჭირვებულთათვის იქნება სადმე გამოყოფილი  თბილი კერა, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს…

ჩვენ ყველანი ვიღაცას ველოდებით, ეს ვიღაც კი თავისით არ მოდის, ეს ვიღაც ჩვენშიუნდა დავბადოთ,

გავზარდოთ და მოვიყვანოთ…

მაპატიეთ, რომ არ გამომეთქვა ჩემი წუხილი ძალიან გამიძნელდებოდა დაძინება, მითუმეტეს ნაჭამს და თბილ ოთახში…”- აღნიშნავს რაჭველი.

შეგახსენებთ, გუშინ მეტრო “დელისის” მიწისქვეშა გადასასვლელში მოხუცი გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გაყინვა იყო.

 

იტვირთბა....