[su_quote]ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით უწერიათ, რომ ისინი ინაქტივირებული ვაქცინებია. ზოგადად, ინაქტივირებული ვაქცინები კეთდება ორსულებში არა კოვიდის, არამედ საერთოდ. მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინებით.
მოგეხსენებათ, ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისის თვეში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები. ასტრაზენეკაზე ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი 45 წლიდან ზევით. ამიტომაც, ეს არის ის ორი ფაქტორი, თუ რატომ დაიწყო გვიან ორსულთა აცრა. ასევე ძალიან დიდი სიფრთხილეა თვითონ ორსული ქალბატონების და მეანგინეკოლოგების[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.