[su_quote]სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას. აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის ფაიზერის შესაბამისი მარაგი ქვეყანაში. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან ეს იცავს მათ. მოგეხსენებათ, ორსული მომატებული რისკია ინფექციური დაავადებებისას, მათ შორის კოვიდის. იცით, რომ გრიპზე აუცილებელია ორსულთა აცრა და ჩვენ ვცრით მაქსიმალურად. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ისინი აიცრან ფაიზერით. მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.