ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი ციტატა

გამყრელიძე: სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც შემცირდება კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

[su_quote]აღარ არის ნახტომისებური ზრდა. ვაკვირდებით, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული იმ შეზღუდვებით, რაც იქნა შემოღებული და უფრო მეტი აღსრულებით იმ რეკომენდაციებისა, რაც დაწესებულია და სამწუხაროდ, არ სრულდებოდა. ამავე დროს, გარკვეულწილად, უფრო მეტი ინტესიფიკაციით ქვეყანაში აცრების პროცესით. სამწუხაროდ, არ მცირდება და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი, გარდაცვალების ინდიკატორი ანუ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა. რეკომენდაციების დაცვა და იმ შეზღუდვეის აღსრულება, რაც არსებობს და მეორე მიმართულება – იმუნიზაცია. ამ ორ მთავარ ღერზე გადის პანდემიის დასრულება[/su_quote]

განაცხადა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 59 ადამიანი, რაც კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობით საქართველოში დაფიქსირებული ანტირეკორდია.

იტვირთბა....