ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

საველე ჰოსპიტალში პაციენტების განთავსება დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტალში პაციენტების განთავსება დაიწყო.

მისივე თქმით, გუშინ საღამოს საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოათავსეს.

“გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შუდგება ფუნქციონირებას”, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი საველე ჰოსპიტალი დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოეწყო.

იტვირთბა....