კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

აქტიური წინასაარჩევნო პროპაგანდის გამართვა აბსოლუტური დანაშაულია – გურული კოვიდსიტუაციაზე

[su_quote] ექიმების რესურსები არის უაღრესად შეზღუდული. მათ ფაქტობრივად დამხმარე ძალა უკან არ უდგას. რა შეიძლება გაკეთდეს ახლა და რაში არის ხსნა.

გამოვიყენებ წარსულის უპასუხისმგებლობის მაგალითს, როდესაც არჩევნები ჩატარდა საქართველოში ფაქტიურად პიკურ სიტუაციაში. ამან რაც გამოიწვია, მოგეხსენებათ. მაშინ გადავრჩით, ვირუსიც არ იყო ასეთი აგრესიული და ადვილად გავრცელებადი. მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში აქტიური წინასაარჩევნო პროპაგანდის გამართვა აბსოლუტური დანაშაულია. აუცილებელია ის, რომ დღეს მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი კლინიკები გადატვირთვისაგან. ამას კი სჭირდება პირველადი რგოლის ექიმების ორგანიზება, მათი ყოველდღიური მომზადება [/su_quote]

განაცხადა ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა ტვ პირველის ეთერში საქართველოში არსებულ კოვიდსიტუაციაზე საუბრისას.

იტვირთბა....