ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ნაცვლიშვილი ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და 8 თვის ორსული იყო.
მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს და ნაყოფის გადარჩენა შეძლეს, თუმცა რამდენიმე დღეში ქალის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და გარდაიცვალა.
ნინო ნაცვლიშვილი რეანიმაციაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ის კლინიკა ახალ სიცოცხლეში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ორსულის მეექვსე შემთხვევაა.