კოვიდინფიცირებული ლელა წურწუმია კლინიკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც წურწუმია ამბობს, ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მივიდა.
„ახლა ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ნორმალურად ვარ, საკმაოდ მძიმედ შემოვედი იმიტომ, რომ ძაან გამიჭირდა სუნთქვა, ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან, ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გაადვილა ის, რომ ადვილად დავექვემდებარე მკურნალობას. ფაქტობრივად ნახევარ დღეში უკვე ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ადამიანებმა. განსაკუთრებული მადლობა ექიმებს, არ ვიცი რის ფასად აკეთებენ ამ ყველაფერს. ლევან რატიანს ჰყავს უმაგრესი გუნდი და მადლობა ამ თავდადებისთვის. მადლობა ვინც მგულშემატკივრობთ“, – განაცხადა ლელა წურწუმიამ.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. წურწუმიას ინფიცირება სავარაუდოდ, ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.