საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 35 ადამიანი.
NCDC-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34074, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19813, PCR ტესტით – 14261. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%. სულ აცრილია – 791863, დღიურად აცრილია – 23010. კარანტინის რეჟიმში – 72. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6841. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3459.