ახალი ამბები კორონავირუსი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-მა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი დაამტკიცა

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ ნებართვა გასცა, რომ იმუნოკომპრესულ პაციენტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა გაუკეთონ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ გაცემული ბრძანება მოქმედებს დაახლოებით 10 მილიონ ადამიანზე, მათ შორის ორგანოგადანერგილებსა და ონკოპაციენტებზე.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კოვიდთან საბრძოლველად შესაძლოა ვაქცინის მესამე დოზა გახდეს საჭირო.

ექსპერტების აზრით, მოდერნას და ფაიზერის ორი დოზა და ჯონსონ ენდ ჯონსონის ერთი დოზა საკმარისი არ არის სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.

იტვირთბა....