aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია: დიდ ძმას არ სძინავს, დიდი ძმა გვისმენს, სრული საგიჟეთია ქვეყანაში

დიდ ძმას არ სძინავს, დიდი ძმა გვისმენს, გვითვალთვალებს, გვიყურადებს – ჩვენზე მასალებს აგორვებს, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს, ვინ ვისთან ვმეგობრობთ და ვის ვინ მოგვწონს, ვინ სად ვწევართ და ვინ სად დავდივართ. აქამდე ხომ გვეგონა ჩვენი ფიქრები მარტო ღმერთმა იცოდა, ახლა ვიცით ჩვენ, ღმერთმა და მან, დიდმა ძმა, კიდევ იციან სუს-ის თანამშრომლებმა. სრული საგიჟეთია ქვეყანაში, ასეთია ჩვენი დიდი ძმის ნება, მისი თვალი ყველგანაა, ბალახშიც კი, ყველგან ისაა, ყველაფერი იცის. მთელი სახელისუფლებო მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ მას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ყველა ადამიანზე, ვინც თუნდაც ერთხელ მოხვდება მის თვალთახედვაში. იხარჯება დიდი ფული, რომ მოგვისმინონ, გვითვალთვალონ, ჩუმად გადაგვიღონ, ღმერთმა კი არა, მან, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი უნდა იცოდეს. კაი დედის შვილია და ვინმე შეეწინააღმდეგება, მერე ნახოს, ისეთ დღეში ჩააგდებს პროპაგანდის მანქანა, მტრისას. ჯერ სად ხართ, ყველაფერი წინაა
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ. პირველ აგვისტოს მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები მოიპოვა, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან.

იტვირთბა....