aviabiletebi
სოციალური ქსელი ციტატა

დოლიძე: ბრუქსის მეგობრებს ჰქონდათ ნულოვანი უკუკავშირი პოლიციიდან, შსს-ში ერთი ინგლისურად მოსაუბრეც არ აღმოჩნდა

ორი სიტყვა შანეი ბრუქსის საქმის გამოძიების შესახებ. იცით, რომ მე ვიყავი ჩართული ძებნაში თავიდანვე და სწორედ ჩემი ჩართვის შემდეგ მოხდა მასმედიის სრული მობილიზება. გამოძიების ხარვეზები:
1. მხოლოდ მადლობა ეკუთვნის სამაშველო სამსახურის მოქმედებაზე და მათ თანამშრომლებზე. ადგილზე რომ გამოცხადდენ, მართლა ძალი და ღონე არ დაუკლიათ ძებნისთვის. თუმცა სამაშველო სამსახურის ჩართვა და ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო გუშინ 1330 საათიდან, ჩვენ თვალწინ დაიწყო მოსვლა ბრიგადებმა. ეს მაშინ როდესაც გაუჩინარებაზე ინფორმაცია პოლიციას ქონდა წინა დღის საღამოდან.
2. შანეი ბრუქსის მეგობრებს ჰქონდათ ნულოვანი უკუკავშირი პოლიციიდან, მათ არ ესაუბრებოდა არავინ, არ პასუხობდა კითხვებს. უბრალოდ შსს არ აღმოაჩნდა ინგლისურად მოსაუბრე ერთი თანამშრომელიც კი, რომელიც გამოვიდოდა ხაზზე.
3. ცალკე საკითხია გამომძიებელი ვიქტორ ავქოფაშვილი, სრულიად არაადექვატური და უზრდელი.
4. ზოგადად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გააკეთა შსს განცხადების მიღებიდან პირველივე საათებში. ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო, როგორც ვთქვი, მხოლოდ მედიის ჩართულობის შემდეგ
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე. 31 ივლისს თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....