aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

მელია: თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება

დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ – სიცოცხლისთვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება. თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის. ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს. მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო!
კრიმინალებთან შეხმატკბილებული ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.
ასეც იქნება!
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

იტვირთბა....