aviabiletebi
პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხოშტარია: ყველაზე მეტად მაწუხებს ხალხის უმწეობის განცდა

ის რომ 5 ივლისის მერე მშვიდობას და უსაფრთხოების განცდას ვკარგავთ ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. ეხლა აღარ მივუბრუნდები. ყველაზე მეტად მაწუხებს ხალხის უმწეობის განცდა. თან მესმის, თან მაწუხებს, რადგან ბოროტების, ძალადობის, ჭაობის გაგრძელების ყველაზე დიდი მოკავშირე ეს უმწეობის და უიმედობის განცდაა. მემგონი, განცდა‘ვაიმე’ უნდა ვაქციოთ კითხვად ‘ რა ვქნათ?’ ყველას, ცხადია, თავისი პასუხი ექნება, საკუთარი პროფესიის და სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება:
1. ყოველი უსამართლობის დანახვისას არ დავუშვათ გულგრილობა, რომელიც პერიოდულად ყველას შეიძლება დაეუფლოს
2. ვესაუბროთ ხალხს ჩვენ გარშემო, არ დაგვეზაროს. ზოგს სამზარეულოში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს ფბზე, ზოგს დაბადების დღეზე.
3. გავავრცელოთ ცვლილების ბაცილა. ხშირად ერთმანეთის განწყობა გადამდებია. ცვლილება ყველას გამსხვავებული შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ თავად ცვლილების წყურვილის გავრცელება უკვე მოქმედებაა
4. სოლიდარობა. ბევრს გონია, რომ მარტოა საკუთარ პრობლემასთან და მარტო ვერ მოერევა. სინამდვილეში ასე არ არის. აი ლიტერაზე ვნახეთ სოლიდარულმა ქმედებამ ჩიხში მოამწყვდია ბოროტება. იგივე ვქნათ მუზეუმზე. საგანძურო არ ეკუთვნის წულუკიანს, ჩვენია და ჩვენი პასუხისმგებლობაც არის დავიცვათ. გავიკითხოთ ნაცნობები, მივწეროთ, დავრეკოთ გავიგოთ და ვიმოქმედოთ
5. არ ავყვეთ აგრესიას. მიზანმიმართულად ცდილობენ ჩაგვითრიონ აგრესიულ დაპირისპირებაში, საიდანაც მოგებული ვერავინ გამოვა. ბოტი დავბლოკოთ, გაბრაზებულს აგრესიის გარეშე ვესაუბროთ, არ დაგვეზაროს გადარწმუნება მშვიდად.
6. ყველა წავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი შესაძლებლობების და პასუხისმგებლობების ფარგლებში დავიცვათ ხმა. არჩევანი შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ცვლილების არჩევანი არის და საკმაოდ მრავალფეროვანი
ეს მხოლოდ ჩემი ნაფიქრია და პრეტენზია არ მაქვს, რომ ამომწირავია, მაგრამ კითხვას ‘გვეშველება რამე’’ თუ ჩავნაცვლებთ, ‘როგორ ვუშველო, როგორ შევცვალო გარემო’, ჩემზე უკეთესი პასუხებიც გექნებათ
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

იტვირთბა....