aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხაიძის განმარტება: ვისთვის შეიძლება გახდეს ვაქცინა სავალდებულო

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ჩაიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“ჩვენ იმუნიზაციის საბჭოს სხდომებზე გვქონა ამ საკითხზე მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ორი ჯგუფი ადამიანების არის ჩვენი აზრით პრიორიტეტული, ეს არის – პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები დახვდებიან მოსწავლეებს ვაქცინირებულები, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედი ვინც იღებს განათლების პროცესში მონაწილეობას.

ჯერჯერობით ეს ორი სფეროა, თუმცა რა თქმა უნდა გადაწყვეტილება, იქნება თუ არა სავალდებულო მიღებული არაა”,- ამბობს ივანე ჩხაიძე.

იტვირთბა....