aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა მელია: 43%-იანი რეფერენდუმი ძალაშია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 43-პროცენტიანი პირობა კვლავ ძალაშია. ამის შესახებ ჯაფარიძემ გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

“ჩვენ ვიცით ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიცია, რომ 43%-იანი პრინციპი არის ძალაში. 115-მა დეპუტატმა მოაწერა ამ შეთანხმებას ხელი. ორი კვირის წინ სიამოვნებით იძახდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თამაშ გარეთ დარჩა, რა კარგია, განადგურდებიან, მოისპობიან. და დღეის გადმოსახედიდან თურმე კვლავ აქტუალურია ეს საკითხი და ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, ეს ყოფილა პრობლემა.

43%-იანი რეფერენდუმი ძალაშია. ვინმეს, მათ შორის ქართულ ოცნებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 2 ოქტომბერს 43%-იან ზღვარს ახლოსაც ვერ მიუახლოვდება ქართული ოცნება, არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. რა იქნება 3 ოქტომბერს?”,- ამბობს მელია.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....