aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთის მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძის ძმა იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იქნება. აღნიშნულზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. ერთ-ერთი წარმატებული, ძალიან წარმატებული საჯარო მოსამსახურე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ოზურგეთი და მისი განვითარება. დარწმუნებული ვართ, რომ ავთანდილი არამხოლოდ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ ხელს შეუწყობს ოზურგეთის შემდგომ განვითარებას”,- ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....