aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კრამონი: თუ ოცნება 19 აპრილის შეთანმხებას არ დაუბრუნდება, ვსაუბრობდით რომ შეჩერდება მიკროფინანსური ტრანში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.

“თუ არ დაუბრუნდებიან 19 აპრილის შეთანხმებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდება მიკროფინანსური ტრანში. პარლამენტში ჩემი კოლეგების რეაქციიდან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობდნენ, ამაზე. რაც შეეხება პროცედურას და დეტალებს, ამ მომენტში ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე არ ვარ პასუხისმგებელი. ამაზე პასუხისმგებელი მარკეტა გრეგოროვაა. სხვა ნაბიჯების არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან”,- აცხადებს კრამონი.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....