aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კრამონი: ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნება საკუთარ პირობას არღვევს

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ პირობას არღვევს. შეთანხმების ანულირება არღვევს ნდობას და ქართულ ოცნებას ხდის ისეთ სუბიექტად, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. შეთანხმების გაუქმების გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია. ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა მისი მოვალეობები. ეს ეხება – მოსამართლეთა დანიშვნას, ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე – ამ ეს ზემოთთქმულის კარგი დემონსტრაციაა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალიან გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსთვის საგრებლის მომტანი არ არის, არ არის სარგებლის მომტანი მისი ხალხისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის – ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ მოიუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ როცა ნდობა დარღვეულია ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივი საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ევროკავშირს დასჭირდება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვა.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონდა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....