aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაჯა ორაშვილი: გუშინ გამოხატული ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰომოფობიის პოლიტიკურ ხასიათს

გუშინ, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ კლუბების Berghain / Panorama Bar და KHIDI-ს რეზიდენტ არტისტს, ერთ-ერთ ყველაზე კეთილშობილ ადამიანს Phase Fatale-ს და არაჩვეულებრივ მსახიობს ლაშაო გაბუნიას.
ბოლო პერიოდში სიძულვილის ჯგუფების მხრიდან არაერთი აგრესიული დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით, რომლებიც უკვე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და სტუმრებს. გუშინ გამოხატული ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰომოფობიის პოლიტიკურ ხასიათს, სისტემურობასა და სიმძიმეს, რომელზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეები, კლუბები და ფესტივალები უპირობოდ უნდა იცავდნენ სცენის მთავარ მონაპოვარს – თანასწორობაზე დაფუძნებულ უსაფრთხო სივრცის იდეას, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი კი სწორედ ის გულგრილობაა, რომელსაც ამ სივრცეებში დასაქმებული პირები იჩენენ და ამით ხელს უწყობენ სასტიკ მოპყრობისა და დისკრიმინაციული აქტების არსებობას.
მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს დაუყოვნებლივ დასაჯონ გუშინდელი ძალადობრივი აქტის განმახორციელებელი პირები, რომელიც საფრთხეს უქმნიან და წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ საზოგადოებრივ წესრიგს, სიმშვიდესა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....