aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია: დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია გირჩის ერთერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით,  მას დიდი ხანია ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ადასტურებს. ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გააჩნია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლაზე როგორ შეხედავთ? – სწორი განცხადებაა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ბიძინა გიხდის ფულს, ასეთ დროს, ამაზე კომფორტულ საქმეში რაში გადაგიხდიან? დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ. წინა შემთხვევებში, სააკაშვილის ასეთი განცხადებებით ვინ მოიგო, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ?”,- ამბობს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ვალდებულებას, რომელიც ერისა და ისტორიის წინაშე აიღო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სახალხო რეფერენდუმის წინ, შესარულებს.

იტვირთბა....