aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კონგრესმენები ოცნების მიერ ხელშეკრულების ანულირებაზე: იმედგაცრუებულები ვართ ამ ამბით

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ორპარტიული მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარეები არიან, საქართველოში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

“დღევანდელი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ტოვებს 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებას, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიას უდგას. იმედგაცრუებულნი ვართ ამ ამბით; იმითაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს, შეერთებოდნენ შეთანხმებას; აგრეთვე, ზოგადად, თბილისში პოლიტიკის პოლარიზაციით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და იმუშაონ ერთად საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის დასანგრევად.”

“მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი ქვეყნის მართვის რთული საკითხების გადაწყვეტა. ვისაც საქართველოს დემოკრატიის დამარცხება სურს, ძალას მატებს პოლიტიკოსთა მიერ უკან გადადგმული ნაბიჯები, თითის სხვებისკენ გაშვერა და შეთქმულებათა გავრცელება. მზად ვართ, დაგეხმაროთ, სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიის მიმართ ნდობა აღვადგინოთ.”

გუშინ ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელეს მაღალი რანგის ამერიკელმა სენატორებმაც. მათი თქმით, “ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირვ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.

წყარო: ამერიკის ხმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....