aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

წულუკიანი: აღარ ვაპირებ თავი დავხარო, თუ ჟურნალისტი იქცევა უმსგავსოდ, გვაქვს პასუხის უფლება

ინდივიდს პირადი სივრცე აქვს. ჩემს სახლში ამ წლების განმავლობაში. რამდენჯერმეა ჟურნალისტი შემოჭრილი, მათ შორის მოტყუებით. თქვენ ნახეთ ის ჟურნალისტი, რომლის მიკროფონსაც დროებით მე ვუვლი და ვინახავ, ვიტია ჯაფარიძის ოჯახში შეიჭრა. ამას მარტო სიმართლე არ შველის, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ვუპასუხოთ, მე აღარ ვაპირებ, თავი დავხარო. თუ მეორე მხარე არ იცავს წესს, გამოდის, რომ ეს არის თამაში წესების გარეშე, რაც მე გავტესტე და ვითამაშე თამაში წესების გარეშე, რაც არ მოეწონათ, მაშინ ყველამ უნდა დავიცვათ წესი. თუ ჟურნალისტი იქცევა უმსგავსოდ, ჩვენ გვაქვს პასუხის უფლება, ეს პასუხი რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამცირება ან ფიზიკური შეურაცხყოფა
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში უცნობის კიდობანი.

იტვირთბა....