aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სააკაშვილი: ჩემი ჩამოსვლის შესახებ აღებულ ვალდებულებას რეფერენდუმის წინ ზედმიწევნით შევასრულებ

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში. ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე პრაქტიკულად ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მზარცველ ბანდას საქართველოში აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიაღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთ პერსპექტივას, რასაც მას უსახავენ, არის ქვეყნიდან გაგდება. ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამჯერად ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფკლება დამთავრებულია
aviabiletebi
ავიაბილეთები

აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....