aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ

რაც ჩვენ გუშინ გვითხრა ქართულმა ოცნება, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე და ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განწყობების. მათ თქვეს, რომ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე. შესაბამისად, ჩვენ ყველამ, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა, ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ, სცემენ და კლავენ ქუჩაში, არ არის ის ქვეყანა სადაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს და სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების. მე და ნიკა მელია, ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, გავაკეთოთ არჩევანი კოალიციური, მრავალფეროვანი ხელისუფლების სასარგებლოდ. არც კი განვიხილავთ, არ ვაპირებთ ქართული ოცნების დღის წესრიგით ყოფნას. არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ დროას ლიდერმა ელნე ხოშტარიამ განაცხადა.

იტვირთბა....