aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე: პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრულის შესრულებისათვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლელო საქართველოსთვის ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლელო პარლამენტს არ დატოვებს.

“ჩვენ ერთგული ვრჩებით შარლ მიშელის შეთანხმების და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა აღებული ვალდებულება შესრულებული იყოს და ასევე, ვიწყებთ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისათვის. პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრულის შესრულებისათვის.

ვერსად ვერ გაიქცევა ოცნება. მას აღებული აქვს ვალდებულება. მათ სწორედ ის უნდათ, რომ ადამიანებმა დაკარგონ რწმენა არჩევნების მიმართ და არ მოვიდნენ არჩევნებზე. ქართული ოცნება ამ მიზანს ვერ მიაღწევს”,- ამბობს ჯაფარიძე.

ართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....