aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია: თუ ოპოზიცია სილის გარტყმასა და გაბუტვას აპირებს ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩიას ლიდერი იაგო ხვიჩია, ამბობს რომ პარლამენტიდან ახლა გასხვა და გაბუტვა სწორი არ იქნება და მისი პატია პარლამენტიდან გასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თუ ოპოზიცია სილის გარტყმასა და გაბუტვას აპირებს ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი. მგონია რომ ეგ არასწორი ნაბიჯია, პირიქით ეგ უნდა ქართული ოცნებას, უნდა რომ ახლა ბოიკოტობა დაიწყოს ოპოზიციამ, იმიტომ რომ იციან რომ ოპოზიციამ სინამდვილეში მხოლოდ ეს იცის და არ ელოდება მათგან რეალურ საპარლამენტო ქმედებებზე გადასვლას. ახლა ესაა გასაკეთებელი, ოპოზიცია უნდა გახდეს პროდასავლელი”,- ამბობს იაგო ხვიჩია.

ართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....