aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი: არანაკლებ გულდაწყვეტილები ვართ, რომ არ შედგა პოლიტიკური კონსესუსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკის თქმით, ქართული ოცნების მიერ 19 აპირლის შეთანხმების ანულირებას კრიტიკა რომ  მოჰყვებოდა იცოდა, მაგრამ თავადაც გულდაწყვეტილები არიან რადგან პოლიტიკური კონსესუსი ვერ შედგა.

“რა საკვირველია კრიტიკა მოსალოდნელი იყო, ჩვენც არანაკლებ გულდაწყვეტილები ვართ რომ არ შედგა პოლიტიკური კონსესუსი, უფრო მეტიც არა თუ კონსესუსი შედგა არამედ ნაც მოძრაობის და ცალკეული პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შემოსვლით საბოტაჯის მასშტაბი და ეფექტურობა ამაღლდა და დესტაბილიზაციას რეალური წინაპირობა შეექმნა. გარდა ამისა საზოგადოებამ ცუდათ მიიღო ამ პირობებში, განსაკუთრებით ჩვენმა მხარდამჭერმა საზოგადოებამ რომ ამ პირობებში მივყვებით შეთანხმებას”,- ამბობს ვოლსკი.

ართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....