aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ოცნება განწირულია მარცხისთვის, ამიტომ უტიფრად დაარღვია პირობა

ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ვერც პარტია „ქართული ოცნება“, ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43-პროცენტიან ზღვარს. რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება არის რა თქმა უნდა, დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. თუმცა ასევე, დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ყოველ წუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.  ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....