aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამადაშვილი: ოცნება უარს ამბობს ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება რუსული სცენარია და რუსეთთან შეთანხმებითაა დაგეგმილი.

“მინდა ყველას ესმოდეს – ეს არ ნიშნავს უარის თქმას მხოლოდ მიშელის შეთანხმებაზე. ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა, ფაქტობრივად, რომ ისინი უარს ამბობენ ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ მე მიმაჩნია დღევანდელი პრესკონფერენცია სიტყვასიტყვით, მთელ ეს ქორეოგრაფია პოლიტიკური არის დაგეგმილი რუსეთთან შეთანხმებით.

მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ნაციონალურმა მოძრაობამ შეცდომა დაუშვა, როცა ხელი არ მოაწერა შეთანხმებას და მისცა ქართულ ოცნებას საბაბი, ხელი გაიშვიროს ენმ-სკენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამაზე ქართულ ოცნებას”,- ამბობს სამადაშვილი.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. 

 

იტვირთბა....