aviabiletebi
საზოგადოება ციტატა

ანანია გაჩეჩილაძე: ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი, ვცდილობ, დავიცვა 10 მცნება

მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი, რადგან ჩემი ოჯახი და ჩემი წინაპრები არიან მართმადიდებელი ქრისტიანები. მე არ ვარ აღმსარებელი, მაგრამ ვყოფილვარ. არც მრევლის წარმომადგენელი არ ვარ, რადგან პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საპატრიარქოში ღმერთსა და სიყვარულს ვერ ვხედავ. თუმცა, ეს მოძღვრება, სწავლება და შინაგანი წესები, რაც თითოეულ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, მგონია, რომ ჩემშიც არის და არაქრისტიანულად მაინცდამაინც არ ვცხოვრობ. ყოველ შემთხვევაში, 10 მცნება და ძირითადი ლოცვა-კურთხევა ვცდილობ, დავიცვა, ოღონდ არა იმიტომ, რომ წესია და არ შეიძლება, დავარღვიო. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები, არ ვაპირებ სარწმუნოების შეცვლას. იმის ნიშნად, რომ მათ ამდენსაუკუნოვან არჩევანს პატივს ვცემ, ვაპირებ, როგორც დავიბადე ქრისტიანად, ისევე მოვკვდე ქრისტიანად
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა აიისას დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ გადაცემაში უცნობის კიდობანი.

იტვირთბა....