aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

ანანია გაჩეჩილაძე თამარ მეფეზე: წმინდაა და არ შევეხოთ, ჩემთვის არგუმენტი არ არის

თავის მართლებას ერთი წამით არ დავიწყებ. დღემდე და მომავალში რამდენი წლითაც შემიძლია, დარწმუნებული ვიყო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სინანულს ჩემს გულში არ შემოუღწევია. პასუხისმგებლობას ვანიჭებ იმ მხარეს, რომელსაც შეიძლება, ეწყინოს, ან გაუხარდეს. მიმღებლობის ხარისხი ძალიან მაღალი მაქვს, ნებისმიერი ადამიანის გაგება შემიძლია და იმავეს ვითხოვ სხვებისგანაც. ეგ განსხვავებაა ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ მოვწონვარ. ჩემი თვითმიზანია ვრეალიზდე. ყველა ის მოსაზრება რაც ჩემს კომპანიას აქვს, ყველა ჩემი არაა, მაგრამ ყველაზე ვარ პასუხისმგებელი. თუმცა, ამ შემთხვევაში ის ოთხივე სადავო დიზაინი ჩემი ტვინის ნაჟურია. თამარის არსებობა შეიძლება, იმითიც იყოს ყველაზე გამორჩეული, რომ მის გამო ვეფხისტყაოსანი შეიქმნა. ხომ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეგ ამბავი იყო, მაგრამ თამარის ეპოქაში შეიქმნა და თამარი მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო როგორც მონარქი, მარტო ვეფხისტყაოსნად ღირდა მისი არსეობა და მეფობა. არ მგონია, რომ თამარ მეფე ჩაკეტილად უნდა განვიხილოთ, მარტო როგორც წმინდანი. ჩემთვის თამარ მეფე, პირველ რიგში, ფემინიზმისთვის საინტერესო ნიმუშია, მართლა საამაყო ადამიანი, რომელიც მე-12 და მე-13 საუკუნეში ასეთი ადამიანი იყო. წმინდაა და მაგიტომ არ შევეხოთ, ეგ ჩემთვის არგუმენტი არ არის
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა აიისას დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ გადაცემაში უცნობის კიდობანი. აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონსტიტუციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

იტვირთბა....