aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია: არ მომწონს, როდესაც დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ურთიერთობებს მუშტით არკვევენ

მე არ მომწონს ის ქაოსი რაც ხდება, არ მომწონს პარლამენტში ცემა-ტყეპა, არ მომწონს როდესაც პარლამენტში საქართველოს დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებიან – არ მომწონს! ვფიქრობ, რომ ეს არც თქვენ არ მოგწონთ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ და ამ ჭიდაობაში და ჭორაობაში და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ, მაშინ, როდესაც ბავშვები მისახედია, ჩვენი ხანდაზმულები მისახედია და სახელმწიფოა ასაშენებელი.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ქედასა და ხელვაჩაურში პარტიის ახალი ოფისების გახსნისას ისაუბრა.

იტვირთბა....