aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: ოცნებამ თავისი უსუსურობით მოახერხა, რომ 20 ივნისის ყველა ნეგატიური გმირი, დღეს მერობის კანდიდატია

“ოცნების” დღევანდელ “ბოსებს” მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე, მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, პირველ რიგში, მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, “ქართულმა ოცნებამ”, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი და მინდა “მივულოცო” ეს ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, როგორ მოახერხეს, რომ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია – ნუ ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ “ქართულ ოცნებას” შეეძლო მოეხერხებინა
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ. წყარო: რუსთავი 2

იტვირთბა....