ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერი საქართველოშია, მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს, მადლობა ამერიკელ ხალხს

ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი” ჩამოვიდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც სრული მზაობაა.

„ქალბატონო ელჩო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი” დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის. ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის – „ფაიზერის” ვაქცინის მოწოდებისთვის. ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი” გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის” კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.
კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან: კარლ ჰარცელის პირველი განცხადება

ხუხაშვილი: მე გახარიას სიის ხუთი წევრის ადგილზე კოლექტიურ სარჩელს შევიტანდი კობახიძის წინააღმდეგ

კობახიძე: არ ვიცი ვინ არიან „გლდანის ვოლკები”, მე ვიცი, ჩვენი კოლეგაა ვოლსკი

კალაძე გახარიას “ნარკომანობაზე”: ირაკლის ჰკითხეთ, მე არ ვიცი

გოლეთიანი-ნამახვანჰესზე : პოპულისტურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, აი აბა მიდი, პასუხი აგე ძმაო ან ვისი პასუხისმგებლობაა

Keti Metskhvarishvili

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

Martian