aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: მედიას მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.
დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.
შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....