aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობისთვის მზადაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით:
მომხრე: 54.72% (232 ხმა)
Წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა)
კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქ ჯგუფში დღეს 12.00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდა.

აღნიშნული ინფორმაცია პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ვიცე-მერის პოსტს ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სთავაზობს.კანდიდატებს ოფიციალურ ღონისძიებაზე დღეს წარადგენენ.

იტვირთბა....