aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გირჩი-მეტი თავისუფლება” თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისში ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. ამის შესახებ პარტია “ფეისბუქის” გვერდის მეშვეობით იუწყება.

“დღეს პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრები იღებენ გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ.

კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქ ჯგუფში დღეს 12.00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდება. გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით. პარტიის გადაწყვეტილება გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე”- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....