aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის გამო გვარამიამ პროკურატურას მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის გამო მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა.

“ის რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე”,- ამბობს გვარამია.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც 22 ივლისს სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებდა, ჟურნალისტს ახტაჯანა უწოდა და მიროფონით “ბიძინა ივანიშვილის გაუმარჯოს” სცენიდან გააჟღერა.

იტვირთბა....